JYSK 8 წლისაა - სკანდინავიური ბრენდი 30-70%-მდე ფასდაკლებებს გთავაზობთ

სკანდინავიური ბრენდი იუსკი ბათუმში, წარმატებით მოღვაწეობის 8 წლის იუბილეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, გლობალური სავაჭრო ცენტრი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. 11 ივლისიდან, ერთი კვირის განმავლობაში, იუსკის ყველა ფილიალში და ონლაინ, გრანდიოზული, 30-დან 70%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს სრულ კოლექციაზე. 50-დან 60%-მდე დააკლდება გარე ავეჯსა და აქსესუარებს. ღირებულება განახევრდება რბილ ავეჯზე, ყავის მაგიდებზე, მატრასებზე, თეთრეულებსა და პირსახოცებზე.

გარდა ფასდაკლებებისა, 12 და 13 ივლისს, ბათუმის ორივე ფილიალი ღამის 12 საათამდე იმუშავებს. საოჯახო საქონლის მაღაზიაში დაგხვდებათ დაბადების დღის ნამდვილი საზეიმო ივენთიც.

იუსკი ოპერირებს პრინციპით „ყველაფერი სახლისთვის“. ქსელის ყველაზე ძლიერი მხარე მისი ფასისა და ხარისხის შეფარდებაა, რომლის სრული ასორტიმენტი ევროსტანდარტითაა გამყარებული. „იუსკი“ - სკანდინავიური ხარისხი თქვენი ოჯახისთვის!

მეტის ნახვა