ახალი ამბები • 1751633470
კრიპტალის მიმოხილვა - სანდოობა, გადასახადები, მრავალფეროვნება

რას წარმოადგენს პირველი ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალი?
კრიპტოვალუტების პოპულარობა ჯერ კიდევ 2015 წელს, ბიტკოინის ფასის მატებასთან ერთად დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი დაინტერესდა კრიპტო ინდუსტრიით და სხვადასხვა კრიპტოვალუტების შეძენაც სცადა.
გამონაკლისი არც ქართული ბაზარი გამოდგა და მალევე, 2018 წელს, პირველი ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალი გამოჩნდა.
კრიპტალი არის ადგილი, სადაც შეგიძლია სხვადასხვა ციფრული აქტივები და ქოინები იყიდო ან გაყიდო მარტივად. მიიღო კრიპტოვალუტების მრავალფეროვანი სერვისები და გადადგა შენი პირველი ნაბიჯები კრიპტი ინდუსტრიაში.
H2: როგორ გაიარო რეგისტრაცია კრიპტო ბირჟა კრიპტალზე?
ნებისმიერ კრიპტო ბირჟაზე რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესი აუცილებელია შენი აქტივების უსაფრთხოებისა და პლატფორმის ბენეფიტების მაქსიმალურად ასათვისებლად.
კრიპტალზე რეგისტრაციის პროცესი რამოდენიმე მარტივი ეტაპისგან შედგება. პლატფორმაზე შესაძლებელია დარეგისტრირდნენ, როგორც ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული სუბიექტები.
ამისათვის შენ დაგჭირდება, რომ მიუთითო მხოლოდ ელექტრონული ფოსტა, სახელი & გვარი, შეიყვანო უსაფრთხო პაროლი და ტელეფონის ნომერი.
ამ ველების გავლის შემდგომ, მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგეგზავნება უსაფრთხოების ერთჯერადი კოდი, რომლის მეშვეობითაც დაასრულებ რეგისტრაციის პროცესს.
როგორ გავიარო ვერიფიკაცია კრიპტალზე?
ისევე როგორც რეგისტრაცია, კრიპტო ბირჟებისთვის ვერიფიკაციაც აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს, რომ შენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციები და კრიპტო გადარიცხვები უსაფრთხოდ და დაუბრკოლებლად მიმდინარეობდეს.
გამონაკლისი არც კრიპტალია, სადაც ვერიფიკაციისთვის შენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვა დაგჭირდება, იქნება ეს ID ბარათი თუ პასპორტი.
ამ ველების შემდგომ კი საჭიროა სელფი გადაიღოთ ატვირთულ დოკუმენტთან ერთად, რათა სისტემა დარწმუნდეს რომ თქვენი ვინაობის მითვისებას სხვა ადამიანი არ ცდილობს.
რა ტიპის გადასახადები არსებობს კრიპტალზე? - საკომისიო, ლიმიტი, მინიმალური დეპოზიტი, მინიმალური განაღდება
ყველა კრიპტო პლატფორმაზე, რომელსაც აქვს ბირჟის ფუნქციონალი, არსებობს ვაჭრობის საკომისიო.
კრიპტალის შემთხვევაში ეს საკომისიო 0.25 % შეადგენს. ანუ როდესაც ერთი მომხმარებელი ბირჟაზე ათავსებს ყიდვის მოთხოვნას, ხოლო მეორე გაყიდვის მოთხოვნას, ორივე მომხმარებელი იხდის 0.25%-იან საკომისიოს.
გარდა ამისა, კრიპტალზე fiat ვალუტების დადეპოზიტების შემთხვევაშიც მოქმედებს მცირე საკომისიოები. მაგალითად, ა.შ.შ დოლარის ანგარიშზე საქართველოს ბანკის საბანკო ბარათით შეტანის შემთხვევაში 4%-იანი საკომისიო ფუნქციონირებს, თუ ევროს დადეპოზიტებას გადაწყვეტ საბანკო გადარიცხვით, ასეთ შემთხვევაში 0.15%-იანი საკომისიო ვრცელდება, ხოლო ქართული ლარის ანგარიშზე შეტანის შემთხვევაში, როგორც საქართველოს ბანკის ბარათით, ასევე თბს ბანკის დახმარებით საკომისიო 3% შეადგენს.
ანგარიშზე თანხის შესატანად შეგიძლია საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩაში მდგარი სწრაფი ჩარიცხვის PayBox აპარატები გამოიყენო, სადაც საკომისიო მხოლოდ და მხოლოდ 1%-ია.
თუკი შენი აქტივების განაღდებას გადაწყვეტ, შეგიძლია თანხა პლატფორმაზე მხარდაჭერილ სამივე ვალუტაში გაიტანო - ლარი, ა.შ.შ დოლარი და ევრო.
ლარის შემთხვევაში, თუ თბს ბანკის საბანკო ბარათზე გაიტან თანხას საკომისიო 1 ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს ბანკის შემთხვევაში - 1.2 ლარს.
ევროს განაღდებისას 1%-იანი საკომისიო ვრცელდება, ხოლო დოლარს ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გაიტან.
გაითვალისწინე, გატანის საკომისიო კრიპტოვალუტებზეც მოქმედებს. მათ საკომისიოებს კი განსაზღვრავს თუ რომელ ქსელზე მუშაობს ესა თუ ის კრიპტოვალუტა.
სრული სია შეგიძლია იხილო აქ: ტარიფები (cryptal.com)
როგორ შეიძლება კრიპტალზე კრიპტოვალუტებით ვაჭრობა? - საბირჟო გარიგება და სწრაფი კონვერტაციის გამოყენება
ქართულ კრიპტო სივრცეში უამრავი კრიპტო პლატფორმა არსებობს, თუმცა კრიპტოვალუტების მრავალფეროვანი სერვისებით რამოდენიმე გამოირჩევა.
კრიპტალი მომხმარებელს კრიპტოვალუტების ვაჭრობისათვის ორ გზას სთავაზობს, ესენია საბირჟო გარიგება და სწრაფი კონვერტაცია.
ბირჟა არის ადგილი, სადაც მომხმარებლები, რომლებსაც კრიპტოვალუტების გაყიდვისა და ყიდვის სურვილი აქვთ, ერთად იკრიბებიან. ისინი ათავსებენ მათთვის სასურველ მოთხოვნას, ყიდვის შემთხვევაში უთითებენ სასურველ კრიპტოვალუტას, რაოდენობას და იმას, თუ რა ფასის დიაპაზონში არიან თანახმა დათანხმდნენ გამყიდველის შემოთავაზებას.
საპირისპიროდ, ადამიანი, რომელსაც კრიპტოვალუტების გაყიდვა სურს, დებს შესაბამისი კრიპტოვალუტის გაყიდვის მოთხოვნას, რა რაოდენობით ყიდის და რა ფასად არის მზად დათმოს საკუთარი აქტივები.
კრიპტო ბირჟა კი, მათ დაკავშირებას და კომფორტულ სავაჭრო პროცესს უზრუნველყოფს.
ბირჟაზე ვაჭრობა შედარებით გამოცდილი თრეიდერებისთვის არის განკუთვნილი.
თუ კრიპტოვალუტების სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამ, მაშინ კონვერტაციის ფუნქციონალი შენთვის უფრო გამოსადეგია.
ამ დროს ირჩევ საყიდლად ან გასაყიდად შენთვის სასურველ კრიპტოვალუტას, უთითებ რა რაოდენობის აქტივების ტრანზაქცია გინდა და პლატფორმა გთავაზობს ფასს, თუ ყველაფერი მისაღებია აჭერ შესაბამის ღილაკს და მომენტალურად იღებ კრიპტო აქტივებს ან fiat ვალუტას შენს საფულეში.
რა დადებითი მხარეები აქვს კრიპტალს? - დახმარების გუნდი, საუკეთესო კრიპტოვალუტები, სანდოობა
როდესაც ისეთ სენსიტიურ სფეროში ხარ ჩართული, როგორიც კრიპტოვალუტებია, მნიშვნელოვანია, რომ სასურველ ინფორმაციას იღებდე ოფიციალური წარმომადგენლებისგან რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად.
კრიპტალის მხარდაჭერის გუნდი მუდმივად მზად არის შენს შეკითხვებს მაქსიმალურად სწრაფად და კომპეტენტურად უპასუხოს.
დაკავშირება შეგიძლია, როგორც ფეისბუქ გვერდზე, ასევე ელექტრონული ფოსტითა და ცხელი ხაზის მეშვეობით:
Cryptal Georgia • კრიპტალ საქართველო (facebook.com)
support@cryptal.com
+995 322 053 253
არ აქვს მნიშვნელობა დამწყები თრეიდერი ხარ თუ უკვე კარგად გამოცდილი, ყველასათვის მნიშვნელოვანია რომ ხელმისაწვდომი იყოს მათთვის სასურველი და საუკეთესო კრიპტოვალუტები.
კრიპტალზე მხარდაჭერილია 30-მდე პოპულარული კრიპტოვალუტა და ქოინი, მათ შორის არის: ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი, სოლანა და ა.შ
გარდა ამისა, პლატფორმაზე მუდმივად ემატება სხვადასხვა კრიპტოვალუტა, მათი მოთხოვნიდან და პოპულარობის ზრდიდან გამომდინარე. ასე რომ, თუ რომელიმე ქოინი მწვანე ტალღაზეა და ზრდას განაგრძობს, გული არ დაგწყდეს, ქოინი კრიპტალზე აუცილებლად გამოჩნდება და მისი ყიდვა შენც შეგეძლება.
კრიპტალი საქართველოს ბაზარზე უკვე 5 წელია არსებობს, ამ დროის განმავლობაში 70 000-ზე მეტი მეგობარი შევიძინეთ და კვლავ განაგრძობს ქართული კრიპტო სივრცის გამრავალფეროვნებას.

1751012220

1745312322