ახალი ამბები • 1749126001
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ საბერძნეთში მიდიხარ

საბერძნეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა ქართველებისთვის. ლამაზი კუნძულები, მდიდარი ისტორია, უგემრიელესი სამზარეულო და თბილი კლიმატი მას იდეალურ ადგილად აქცევს როგორც დასვენებისთვის, ისე კულტურული აღმოჩენებისთვის. ვიზის გაუქმების შემდეგ საბერძნეთში მოგზაურობა კიდევ უფრო მარტივი გახდა, თუმცა დაგეგმვისას მაინც არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რათა მოგზაურობამ სრულფასოვნად და კომფორტულად ჩაიაროს. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა სამოგზაუროდ საბერძნეთში მიდიხართ.
საბერძნეთში მოგზაურობის დაგეგმვა
წარმატებული მოგზაურობისთვის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი სეზონის სწორად შერჩევაა. საბერძნეთში ტურისტული სეზონი აქტიურია მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, როცა კლიმატი თბილია და ზღვა სასიამოვნოდ გრილი. ამ პერიოდში ფასებიც უფრო მაღალია, ამიტომ თუ უფრო ბიუჯეტური ვარიანტი გსურთ, აპრილი ან ოქტომბერი შეიძლება კარგი არჩევანი იყოს.
დაგეგმვისას გაითვალისწინეთ თქვენი ბიუჯეტი. საბერძნეთში არის როგორც ძვირადღირებული, ასევე დაბალბიუჯეტური საცხოვრებლები, ხოლო კვებისა და ტრანსპორტის ხარჯები შედარებით სტაბილურია. წინასწარ დაჯავშნილი ბილეთები და საცხოვრებელი დაგეხმარებათ ზედმეტი ხარჯების თავიდან არიდებაში.
გირჩევთ, წინასწარ შეადგინოთ ადგილების სია, რომლის მონახულებაც გსურთ. საბერძნეთი უამრავ უნიკალურ გამოცდილებას გთავაზობთ: ათენის აკროპოლისი, მზის ჩასვლა სანტორინიზე, კრეტას კუნძულები და აშ.
მობილური კავშირი და ინტერნეტი საბერძნეთში
მოგზაურობის დროს, მნიშვნელოვანია ახლობლებთან კომუნიკაციის საშუალება გქონდეთ. საბერძნეთში ადგილობრივი SIM ბარათების შეძენა შესაძლებელია, თუმცა ბევრ მოგზაურს ურჩევნია მარტივი და სწრაფი როუმინგის პაკეტებით სარგებლობა.
ამ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი mobineX-ია — კომპანია, რომელიც საბერძნეთში მოგზაურობისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ტარიფებს გთავაზობთ. ვებსაიტის ახალი ფუნქციონალი, საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ქვეყანა და მოგზაურობის ხანგრძლივობა, რომლის მიხედვით ვებსაიტი ყველაზე ოპტიმალურ, პერსონალიზებულ ინტერნეტ პაკეტებს შემოგთავაზებთ. სულ რამდენიმე დაწკაპუნებით შეგიძლიათ გაიგოთ, რომელი პაკეტია თქვენთვის საუკეთესო და ზედმეტი ხარჯები თავიდან აიცილოთ.
შეჯამება
საბერძნეთი საუკეთესო მიმართულებაა დასასვენებლად. ზღაპრული ლანდშაფტი, ისტორიული ძეგლები და ლამაზი კუნძულები - ეს ყველაფერი დაუვიწყარ სამოგზაურო გამოცდილებას გპირდებათ. იმისთვის, რომ მაქსიმალურად ისიამოვნოთ, მნიშვნელოვანია მოგზაურობის სწორად დაგეგმვა.
mobineX-ის სერვისი სწორედ ამისთვისაა შექმნილი — მოგაწოდოთ მარტივი და ხელმისაწვდომი გზა, იყოთ მუდმივად კავშირზე უცხოეთში ყოფნისას, ყოველგვარი სირთულის გარეშე.

1749024840

1748858598

1739131407