ახალი ამბები • 1746614340
როგორ შევამსუბუქოთ კუჭ-ნაწლავის სიმძიმის შეგრძნება? (H1)

დღის ბოლოს, როცა ცდილობ, კომფორტულად დაისვენო, უეცრად კუჭ-ნაწლავში გაჩენილი სიმძიმის, შებერილობის ან სისავსის შეგრძნება შეიძლება ნამდვილ დისკომფორტად იქცეს. სამწუხაროდ, ეს პრობლემა არც თუ ისე იშვიათია — განსაკუთრებით მაშინ, როცა კვება არარეგულარულია, დამღლელი ყოველდღიურობა და მინიმუმამდე შეზღუდული ფიზიკური აქტივობა გაქვთ. თუმცა მისი ინტენსივობის შესამსუბუქებლად და საერთოდ თავიდან ასაცილებლად გარკვეული გზები არსებობს.
პირველ რიგში, განვიხილოთ, რა შეიძლება იქცეს კუჭ-ნაწლავის სიმძიმის შეგრძნების მიზეზად:
●დიდი რაოდენობით ცხიმიანი, მარილიანი ან ტკბილი საკვების მიღება;
●კვების რეჟიმის უგულებელყოფა;
●დაბალი ფიზიკური აქტივობა;
●სტრესი;
●ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯდომა;
●კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური პრობლემები.
გარდა იმისა, რომ ეს სიმძიმე ფიზიკურად დამღლელია, ის უარყოფითად აისახება განწყობაზე, ენერგიასა და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე.
როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას?
პირველი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ცხოვრების წესის გადახედვაა: მეტი სითხე, მეტი ბოჭკოვანი საკვები, ნაკლები გადამუშავებული პროდუქტი და, რაც მთავარია, მეტი მოძრაობა. თუმცა ეს ყოველთვის საკმარისი არ არის. როდესაც სიმძიმის შეგრძნება უკვე თავს იჩენს ან პროცესი ქრონიკულად მეორდება, ორგანიზმს ხშირად სჭირდება სპეციალური დახმარება, რათა ნაწლავების ფუნქცია მოწესრიგდეს.
სწორედ ასეთ შემთხვევებში ჩნდება „ლაქს-აქტივის“ საჭიროება. მისი მექანიზმი საგრძნობლად აუმჯობესებს ნაწლავის მუშაობას ისე, რომ არ აღიზიანებს მის კედლებს და არ იწვევს ძლიერი სპაზმების ან მტკივნეული დაჭიმულობის შეგრძნებას. ამასთან, FDA კვლევებით დადასტურებულია მედიკამენტში შემავალი სენოზიდების საფაღარათო მოქმედება, რომელიც ვლინდება მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. იგი მოქმედებს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანების გზით, რაც იწვევს ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას.
გარდა ამისა, ლაქს-აქტივი შეიცავს ისაბგულის ექსტრაქტს. ეს უკანასკნელი კი მაშინ გამოიყენება, როცა სასურველია მარტივი დეფეკაცია რბილი განავლით — მაგალითად, ბუასილის, ანალური ნაპრალისა და ანალური ან რექტალური ოპერაციის შემდეგ.
გაითვალისწინეთ, კუჭ-ნაწლავის სიმძიმე მხოლოდ ერთჯერადი დისკომფორტი არ არის — ის არის სიგნალი, რომ ორგანიზმს სჭირდება დახმარება. როცა სიმძიმე ბუნებრივი დანამატებით იხსნება, დისკომფორტის შეგრძნებაც უკვალოდ ქრება.
„ლაქს-აქტივის“ საქართველოს ბაზარზე გავრცელებას ფარმაცევტული კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს.

1739131407