ახალი ამბები • 1747046220
თრომბოლიზისი BMC-ში
ინსულტის სავალალო შედეგების თავიდან ასარიდებლად, თანამედროვე მედიცინა თრომბოლიზისურ თერაპიას მიმართავს. ეს ოქროს სტანდარტია ნევროლოგიაში, რომელიც პაციენტს და ექიმს აძლევს საშუალებას, გადარჩნენ და გადაარჩინონ პაციენტები ინვალიდიზაციას. ანუ შეუნარჩუნდეთ უნარები და ფუნქციები, რომლებზეც თავის ტვინია პასუხისმგებელი. ეს ყველაფერი კი პირადპირპროპორციულია განვითარებული ინსულტის შემდგომ, ოპერატიულ რეაგირებაზე. რაში მდგომარეობს თრომბოლიზისის ეფექტურობა და რა ტიპის თერაპიაა იგი, ვნახოთ სიუჟეტი.
სწორედ ამ და ინსულტისთვის დამახასიათებელ სხვა თანმდევ სიმპტომებს აღწერს პაციენტი. სიკვდილს რომ გადაურჩა, სამედიცინო დაწესებულებაში დროული მიმართვის და ოპერატიული სამედიცინო დახმარების შედეგია.
ინსულტისას, ოპერატიულ რეაგირებას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თრომბი ის ვერაგი დიაგნოზია, რომელმაც თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთლობას საფრთხე, შეიძლება მოულოდნელად შეუქმნას და შედეგებიც სავალალო დატოვოს. ეს განსაკუთრებით საშიშია მაშინ, თუ თრომბი სისხლძარღვის ისეთ ნაწილშია წარმოქმნილი, რომელიც ახშობს მას და ტვინის კონკრეტული ნაწილი, კონკრეტულ ფუნქციას კარგავს. გამოსავალი, თრომბის დაშლაა. საუკეთესო მეთოდად კი თრომბოლიზისური თერაპიაა აღიარებული.
დროს, ოქროს ფასი აქვს. თრომბოლიზისის ეფექტურობა დახმარების დროულად მიღებაშია. ასეთ დროს, პაციენტს აქვს მაღალი შანსი, აღუდგინონ დაზიანებული სისხლძარღვი მის სრულ კვდომამდე და ასე აირიდონ თავიდან ინვალიდიზაცია. დაგვიანების შემთხვევაში, პროცედურის გაკეთება აზრს კარგავს.
რა არის თრომბოლიზისი და როგორ ხდება სერვისი მიწოდება - ეს არის საჭირო პრეპარატის ინტრავენული შეყვანა ორგანიზმში. დადებითი შედეგები, თვალსაჩინო, პროცედურის დაწყებიდან, სულ რამდენიმე წუთში ხდება.
თავისი რისკი, თრომბოლისს ცხადია ახლავს, თუმცა ეს საფრთხეები მინიმალურია, მით უფრო მაშინ, როცა სერვისს კვალიფიციური პერსონალი გაწვდით. ეს, თამამად შეიძლება ანდოთ ბიემსის ნევროლოგთა გუნდს.
ინსულტის გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზებს შორისაა შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და მოციმციმე არითმია. სწორედ ამ პრობლემების მოგვარება გულისხმობს ინსულტის პრევენციას, ეს კი თავის მხრივ დროულ თრომბოლიზისურ თერაპიას. სწორედ ამიტომ, იყავით ყურადღებით და ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა ბიემსის პროფესიონალებს.

1739131407