8 ტყვია ესროლეს - სისხლიანი გარჩევა ქობულეთში

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში. ემ-ტე-ესის დასახლებაში ურთიერთშელაპარაკებისას კაცმა თანასოფლელი დაჭრა. TV25-ს ოჯახის ახლობელი უყვება, რომ დაზარალებულს მენჯ-ბარძაყის არეში, 8 ტყვია ესროლეს. შედეგად, კაცს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა კონფლიქტის მოტივი. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რამდენიმე წყარო ფაქტს TV25-ს უდასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა.

მეტის ნახვა