ახალი ამბები • 1769693544
მამამ სანადირო თოფით შვილი დაჭრა - ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ყელის არეში აქვს
კრიმინალი
1657780888
წყალტუბოს მამამ შვილი დაჭრა. შემთხვევა გუშინ, საღამოს, სოფელ ზედა მესხეთში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ კონფლიქტი უძღოდა.
ადგილობრივების ცნობით, 65 წლამდე ასაკის კაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც სანადირო თოფი დაუმიზნა, თუმცა საფანტი შემთხვევით მეორე შვილს მოხვდა. ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. იგი კლინიკაში გადაიყვანეს.
მეზობლების ცნობით, კაცი დაკავებულია.
მეტის ნახვა






















