პორტუგალიაში ციხიდან გაქცეული პატიმრებიდან ერთი ქართველია

გაქცევა

პორტუგალიაში ციხიდან გაქცეული პატიმრებიდან ერთი ქართველია. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პორტუგალიაში ერთ-ერთი ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია.  გაქცეული ქართველი გვარად შერგილ ფარჯიანი, 42 წლის კაცია, რომელიც 5-წლიან სასჯელს იხდიდა. მასთან ერთად გაქცეულები არიან ორი პორტუგალიელი, ბრიტანელი და არგენტინელი. 

ციხის დაცვის კორპუსის ეროვნული კავშირის პრეზიდენტი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ გაქცეულები უკიდურესად საშიშები არიან და თუ მათ შენიშნავენ, მიმართონ ხელისუფლებას.

მეტის ნახვა