ახალი ამბები • 1679381740
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია
კრიმინალი
1676383768

პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ხ ცნობით, დაკავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.
ნივთმტკიცების სახით კი ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "ჰეროინი", „კოკაინი“, "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", „სუბოქსინი“, „ექსტაზი“, „ლსდ“, „მეტადონი“, "კეტამინი", "მეფედრონი", "მეტამფეტამინი", "მდმა", "ამფეტამინი", ე.წ. ბიო, "მარიხუანა", „ტრამადოლი“ და სხვ.
გამოძიება 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 262-ე, 273 პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხანძარი ბათუმის ბულვარში
1678945638

ძალადობრივმა დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ...
1678791148

ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს
1677745241

იუსტიციის სახლი გაქურდეს
1676454928
მეტის ნახვა