ახალი ამბები • 1769693544
სიტყვიერი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - დაიღუპა ახალგაზრდა კაცი
კრიმინალი
1683612699
ბოლნისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. იგი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისის სტადიონზე ორ კაცს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.
როგორც ცნობილია, მოკლულს ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული, ის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მეტის ნახვა






















