1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7874 ლარი გახდა

ვალუტა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7874 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0227 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0295 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0068 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტის ნახვა