ახალი ამბები • 1735227842
რატომ არ რეაგირებს ლარი თურქული ლირის გაუფასურებაზე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება
"მონეტარული პოლიტიკა საკმაოდ გვაქვს გამკაცრებული და ესეც საკმაოდ ზრდის ლარის აქტივობას და მიმზიდველობას“ - ამ მიზეზებით ხსნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმას, თუ რატომ არ იმოქმედა ლირის ბოლო, მასშტაბურმა გაუფასურებამ ლარზე.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ლირის ბოლო პერიოდის გაუფასურება ადრინდელთან შედარებით სავარაუდოდ, ბევრად მეტად აისახება თურქული პროდუქციის ფასის ზრდაზე.
"მიუხედავად იმისა, რომ ლირის კურსი მნიშვნელოვანი ცვლადია, ის არ არის ერთადერთი, რაც ლარზე ახდენს გავლენას. როცა გაცვლით კურსზე ვსაუბრობთ, ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ახლაც, ბევრი მიზეზია რაც ამას აკომპენსირებს. მაგალითად, წინა წელთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია, ექსპორტი საკმაოდ კარგად გაიზარდა, მონეტარული პოლიტიკა საკმაოდ გვაქვს გამკაცრებული და ესეც საკმაოდ ზრდის ლარის აქტივობას და მიმზიდველობას.
გარდა ამისა, არის ერთი ფაქტორი - ბოლო პერიოდში თურქეთის ინფლაციაში ლირის გაუფასურება უფრო მალე ისახება. რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო გაუფასურებამ უცხოელებისთვის შესაძლოა პროდუქცია აღარც გააიაფოს. აქედან გამომდინარე დაწოლა მიმდინარე ანგარიშებზე და ვალუტაზე აღარ განხორციელდეს“ - თქვა გვენეტაძემ.
1728455482
1727447820