,,TV25" დახურვის საფრთხის წინაშეა

ქვეყანაში კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების მდგომარეობა მძიმდება. ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, TV25 - რეგიონული მაუწყებელი, ფუნქციონირების საფრთხის წინაშე მეტწილად, ხელისუფლების ბოლოდრფოინდელმ გადაწყვეტილებებმა დააყენა. ამ გადაწყვეტილებებიდან მაგალითისთვის ერთ ერთი აზარტული ტამაშების რეკლამირების აკრძალვაა. ფაქტია, რომ ცვლილებამ საზოგადოების კეთილდღეობაზე მეტად,  დამოუკიდებელ მედიებზე იქონია ზეგავლენა. თუ კი ასე გაგრძელდება, შეიძლება თქვას, რომ ის მაუწყებლობები, რომლებიც სახელმწიფოსგან არ ფინანსდებიან მალე სატელევიზიო სივრციდან გაქრებიან. რა შედეგებზე გავალთ თუ კი ქვეყანას კრიტიკული მედია, რეგიონს კი TV25 არ ეყოლება. 

TV25 აჭარაში  არსებობის  29 წლიან ისტორიას ითვლის. რეგიონის მთავარი არხის ისტორია ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდიდან, 1993 წლიდან იწყება. კრიტიკული და ობიექტური სარედაქციო  პოლიტიკის გამო, მაუწყებელი, მუდმივად იყო სხვადასხვა ხელისუფლების სამიზნე და არაერთხელ ყოფილა TV25-ის დახურვის მცდელობაც. ამის მიუხედავად, მაუწყებელმა პრობლემები გადალახა და დღემდე, ისევ, მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ, დაბალანსებულ და მიუკერძოებელ კონტენტს ქმნის.

თუმცა, ამჯერად, ობიექტური მედიის ფუნქციონირება საფრთხის წინაშე რამდენიმე გარემოებამ დააყენა. ყველა მათგანი კი ფინანსურ კრიზისამდე მიდის. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ხელისუფლების იგნორი და კრიტიკული აზრის მიმართ ირონიული რიტორიკაა. ამას ემატება აზრტული თამაშების რეკლამირებაზე დაწესებული აკრძალვები, რამაც კომერციულ მაუწყებლებს დიდი დარტყმა მიაყენა.

ტელევიზიებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან, გამოეცალა ფინანსური რესურსი და წაერთვა შემოსავლების უდიდესი ნაწილი. ამ ფონზე, კი, აზარტული თამაშების რეკლამირება შეუზღუდავად გრძელდება ქუჩაში, რაც ამყარებს ეჭვს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად იყო გათვლილი.

რეგიონში  კრიტიკული მედიის არსებობა, დემოკრატიისა და საზოგადოებრივი აზრის ბალანსის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი, რომ ამაზე ყველა ერთხმად თანხმდება. მაია მერკვილაძე, რომელიც TV25-ში, წლების განმავლობაში, საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა ამბობს, რომ არხი, აჭარის რეგიონში  ქმნის ამინდს.

მისი თქმით, მაუწყებელი არის ტრიბუნა, რომელიც საზოგადოების ყველა სეგმენტს აძლევს აზრის დაფიქსირების საშუალებას და აწვდის ინფორმაციას დამახინჯებისა და შელამაზების გარეშე. არხი, სადაც ისმის ხალხის ხმა. მერკვილაძის თქმით,  რეგულაციები რომლებიც ბოლო დროს იქნა შემოღებული, სწორედ კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის იყო მიმართული. იგი  მაუწყებლის გადარჩენის გზას საზოგადოების თანადგომაში ხედავს.

TV25-ის არსებობის უპირობო მნიშვნელობაზე საუბრობენ, კოალიციაშიც „მედია ადვოკატირებისთვის“. ნათია კაპანაძის თქმით, რეგიონული მაუწყებელი არის საშუალება, რომელიც შანსს აძლევს მაყურებელს მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად ადევნოს თვალი.

და რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებზე არ ფორმულირდება. ტელეარხის გარშემო განვითარებულ პრობლემებში, იგი პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს. მედიაომბუდსმენის თქმით, ხელიუსფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში კრიტიკული მედიის მიმართ სანდოობა შეამციროს.

ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე მდგარი ქვეყნის, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას, რომ კრიტიკული მედია უწყობს ხელს ამაზე ოპოზიციაშიც საუბრობენ. აქ ამბობენ, რომ ქვეყანაში, დიქტატორული რეჟიმის  დამყარების ხელშეშლაში  უდიდესი წვლილი, სწორედ, კრიტიკულ, მედიასაშუალებებს  მიუძღვით.

რაც შეეხება TV25-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საფრთხეებს, გიორგი კირთაძე ფაქტს, მმართველ გუნდს უკავშირებს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, ხელისუფლების კონტროლის მექანიზმის გამო, ხშირად შესაძლოა, ბიზნესმა, არხზე რეკლამის განთავსება შემდგომში შევიწროების მიზნით არ განახორციელოს.  ოპოზიციურ ლიდერებს აჭარა TV25-ის მაუწყებლობის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

ამ ყველაფრის ფონზე, მედიის თავისუფლებაზე ამაყად საუბრობს ხელისუფლება. „ქართული  ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ტიტე აროშიძის შეფასებით, ათეულობით წლის განმავლობაში იყო  მიუკერძოებელი.  თუმცა, ამჯერად, დახურვის საფრთხის წინაშე მდგარ მედიას მენეჯმენტის დარეგულირებისკენ მოუწოდებს და  საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვებს თავს არიდებს.

აროშიძის თქმით, TV25 კერძო მაუწყებლობაა და კონკრეტული კანონი თუ რეგულაცია, რომელიც კომპანიას  ფინანსურ ზარალს მოუტანს,  მოქნილობა ხელმძღვანლობამ უნდა გამოიჩინოს და კრიზისები ეფექტურად მართოს.

რეგიონში ობიექტური მედიის არსებობას მიესალმება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდომარე. დავით გაბაიძე მიიჩნევს, რომ თუ კი რეკლამების აკრძალვა საზოგადოების კეთილდღეობისთვის არაეფექტური აღმოჩნდა და  მხოლოდ, ტელევიზიებს მოუტანა ფინანსური ზარალი, კანონი უნდა გადაიხედოს.  რაც შეეხება TV25-ის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას,  გაბაიძის თქმით,  არხს, არსებობისა და თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე დგომის უფლება აქვს.

იმისთვის, რომ მუდმივად ისმოდეს ხალხის ხმა. იმისთვის, რომ დაისვას ობიექტური კითხვები რეგიონში არსებულ პრობლემებზე. მოვიპოვოთ პასუხები იმ საკითხებზე, რაც ხალხს აწუხებს,  TV25-ის არსებობა მნიშვნელოვანია. 29 წელი ყოველ დღე მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ შელამაზების გარეშე, მოგიყვეთ, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობა, აუცილებელია, ხელისუფლების, ოპოზიციის, მესამე სექტორის, ბიზნესის და ერთგული მაყურებლის გვერდში დგომა. გახსოვდეთ, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის და გვსურს ასე გავაგრძელოთ. 

მეტის ნახვა