"ალილო 2015"-მა ბათუმში მყოფი უკრაინელი ბავშვებისთვის მშობლიური წიგნები ჩამოიტანა

ლიტერატურა მშობლიურ ენაზე უკრაინელი ბავშვებისთვის. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფზე გათვლილი წიგნები, საქველმოქმედო ფონდმა "ალილო 2015"-მა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა. წიგნები, ფონდმა, უკრაინაში შეაგროვა და სპეციალურად უკრაინელი ბავშვებისთვის ჩამოიტანა.

დღეისთვის, ბათუმში, ქართულ სკოლებსა და ბაღებში, 900-ზე მეტი უკრაინელი სკოლის მოსწავლე და 500-ზე მეტი სკოლამდელი ასაკის ბავშვია. სწორედ, მაღალი მოთხოვნის და საჭიროების გამო გადაწყვიტა ფონდმა, მათთვის, მშობლიურ ენაზე შედგენილი წიგნების ჩამოტანა.

მეტის ნახვა