ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში აირჩიეს

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში აირჩიეს. მას მხარდაჭერა აკადემიური საბჭოს 10-ვე წევრმა გამოუცხადა. შეგახსენებთ, საგანმანათლებლო დაწესებულების ახალი ხელმძღვანელი 19 ივლისს უნდა აეჩიათ, თუმცა პოზიციაზე  განაცხადები არ შევიდა. მოქმედ რექტორს, მერაბ ხალვაშს კი ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა. ის ორჯერ იყო არჩეული 2016 და 2020 წლებში. კანონმდებლობის მიხედვით, მას მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდა.  

იურიდიული პროცედურების მიხედვით, ხალვაში რექტორის მოვალეობას 6 თვის ვადით შეასრულებს, შემდგომ კი კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

მეტის ნახვა