ეროვნული გამოცდები გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს  აბიტურიენტებმა თავი ბიოლოგიაში გამოსცადეს.  აჭარაში სულ 4 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში რეგისტრირებული აბიტურიენტთაგან გამოცხადაა 92%. არ დაფიქსირებულა  დაგვიანების შემთხვევა. დღესვე გაიმართა მასწავლებელთა გამოცდა კომპიუტერულ მეცნიერებებში. 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან, 3 000-ზე მეტს გრანტის მიღება სურს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მეტის ნახვა