ეროვნული გამოცდები გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს  მაგისტრანტობის მსურველებმა ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის გამოცდა ჩააბარეს.  აბიტურიენტებმა, კი სახვით და გამოყენებითი ხელოვნებაში გამოსცადეს თავი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 74%-ზე მეტი აპლიკანტი. დაფიქსირდა დაგვიანების 4 შემთხვევა. 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან, 3 000-ზე მეტს გრანტის მიღება სურს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მეტის ნახვა