ეროვნული გამოცდები გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს  აბიტურიენტებმა თავი სამოქალაქო განათლებაში გამოსცადეს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში საგანზე 2600-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. აჭარაში სულ 4 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან, 3 000-ზე მეტს გრანტის მიღება სურს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მეტის ნახვა