ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. დღეს  აბიტურიენტებმა თავი ფიზიკაში გამოსცადეს. რეგისტრირებული  1000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე 86%-ზე მეტი გამოცხადდა. არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა. აჭარაში სულ 4 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი. 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან, 3 000-ზე მეტს გრანტის მიღება სურს. შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გახდება ცნობილი. 

მეტის ნახვა