ახალი ამბები • 1769693544
ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენის გამოცდით გრძელდება
განათლება
1720422480
ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენის გამოცდით გრძელდება. დღეიდან 11 ივლისის ჩათვლით აბიტურიენტები თავს ინგლისურში, რუსულში, გერმანულში, ფრანგულში გამოსცდიან. უცხო ენის გამოცდა 10 ივლისამდე გაგრძელდება. აჭარაში სულ 4 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 856 აბიტურიენტიდან 814 გამოცხადდა, რაც შეეხება კონკრეტულად მაღალმთიან აჭარას - ხულოს საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 46 აბიტურიენტიდან, 45 მივიდა გამოცდაზე. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდება.
მეტის ნახვა






















