კავკასიის უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. ორივე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ჯამში, 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. ადგილობრივი სტუდენტებისთვის უფასო განათლების მისაღებად, აჭარის მთავრობის მიერ, საბაკალავრო პროგრამებზე, ყოველწლიურად, 10 ახალი ადგილი განისაზღვრა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. იფუნქციონირებს საერთაშორისო სასწავლო კურსები. საუნივერსიტეტო კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით. ინფორმაცია ვიდეო მასალაქსთან ერთად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა