ახალი ამბები • 1746028200
"როგორ განვასხვაოთ ცრუ და ნამდვილი ამბავი" - ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში სპეციალური შეხვედრა გაიმართა
განათლება
1698228588
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში სპეციალური შეხვედრა გაიმართა. „როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ცრუ და ნამდვილი ამბავი“ - სამოქალაქო განათლების პედაგოგი მოსწავლეებს, სწორედ, ამ საკითხებზე ესაუბრა.
მოზარდებს მომზადებული ჰქონდათ საკუთარი პრეზენტაციებიც. შეხვედრის მიზანია უკეთ შეძლონ ახალგაზრდებმა სინამდვილის იდენტიფიცირება და არ გახდნენ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლნი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომდევნო სასწავლო წლიდან, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, შეეძლებათ მედიაწიგნიერება, როგორც დამატებითი საგანი აირჩიონ.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა