"სამგზავრო გემის მიმტანი" - პროფესიული მომზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება

ტრენინგი

ფოტო: ია გოლიაძე

"სამგზავრო გემის მიმტანი" - პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს. 3 თვიანი სწავლება ჯამში 23-მა ბენეფიციარმა გაიარა. კურსი გემზე მიმტანის პროფესიული მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ კურსს მოიცავდა, ასევე ინგლისურ ენაში ცოდნის ამაღლებას ითვალისწინებდა. კურსდამთავრებულები სამომავლოდ საკრუიზო ლაინერებზე დასაქმდებიან.

შესაბამის მემორანდუმს მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. პროგრამა „სამგზავრო გემის მიმტანი“, აჭარის დასაქმების სააგენტომ ევროკავშირი საქართველოსთვის პროექტის - “ისწავლე დასაქმებისთვის!“ ფინანსური მხარდაჭერით შექმნა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში განახორციელა.

მეტის ნახვა