სებ-ის პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებისთვის ვორქშოპი ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისთვის და ტელეწამყვანებისთვის ვორქშოპი ჩაატარა. კობა გვენეტაძემ დამსწრეებს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მედიის წარმომადგენლები ასევე ეროვნული ბანკის ფუნქციებს, სტრუქტურასა და ამოცანებს გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ისეთი მნიშვნელოვანი თემები განიხილეს, როგორებიცაა ინფლაცია, ვალუტის კურსი, საპროცენტო განაკვეთები და სხვა.

მეტის ნახვა