არჩევნების ორგანიზებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო პროცედურების განხორციელება დაწყებულია

ცესკო

წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების ორგანიზებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება დაწყებულია. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ისაუბრა ბრიფინგზე.

26 ოქტომბერს სულ 3030 უბანი გაიხსნება, საიდანაც 2262 ელექტრონული იქნება, ხოლო 768 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება. 

საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, 26 ოქტომბერს სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებიც დაინიშნა.

მეტის ნახვა