ბათუმის საოლქო კომისიამ 26 ოქტომბერს პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრები განიხილა

ბათუმის საოლქო კომისიამ 26 ოქტომბერს პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრები განიხილა. ზვიად სურმანიძის ინფორმაციით, ჯამში 50 -მდე საჩივარი იყო დაწერილი. მათი უმრავლესობა საოლქო კომისიამ იმ მოტივით  არ დააკმაყოფილა, რომ უსაფუძვლო და  უბრალოდ სტატისტიკისთვის იყო შედგენილი. „სამართლიან არჩევნებში“ ამბობენ, რომ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია  მტკიცების მაღალ სტანდარტს ითხოვს, რაც სურთულეებს უკავშირდება. პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ქაშიბაძემ. 

მეტის ნახვა