ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმის საოლქო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს, ამჯერად იმ საჩივრებს განიხილავენ, რომელიც კენჭისყრის შემდეგ დაიწერა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ის უბნები წარადგინა, რომელიც მათმა  სადამკვირვებლო კოალიციამ დააფიქსირა. საუბარია მაგალითად, დისბალანსზე, რომელიც ოქმებსა და ამომრჩევლის რაოდენობას შორისაა, ასევე ორი ბიულეტენის გადაცემაზე, ასევე ხმის ფარულობის დარღვევაზე. 

მეტის ნახვა