"ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება" - ახალი პროექტი

ცესკო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. "ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება" მიმდინარე წლის 6 ივლისიდან დაიწყება და მისი მიზანი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება იქნება. შეხვედრებზე ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას, უზრუნველყოფილი იქნება კენჭისყრის იმიტაცია, დაინტერესებული პირები თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. 

მეტის ნახვა