ვინ ვის შეიყვანს აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიული სიებიდან

7  ვინ ვის შეიყვანს აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიული სიებიდან იმ შემთხვევაში, თუ კი საერთო ოპოზიციური სპეკტრი რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში შესვლას გადაწყვეტს?  ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას - 4 მანდატი აქვს, გახარია საქართველოსთვის -2 , 1 - კოალიციას „ცვლილებისთვის“ და 1 - კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ .  ეს უკანასკნელი უმაღლეს საბჭოში, ოპოზიციური პარტიების შეთანხმების შემთხვევაში გენო თებიძეს შეიყვანს, ენმ -ში გვეუბნებიან, რომ ისინი წარმომადგენლობით ორგანოში არ შევლენ, ყოველი შემთხვევისთვის მათი პარტიული 4-ული ასე გამოიყურება: ელგუჯა ბაგრატიონი,  მიშა ბოლქვაძე,  ედიშერ ჟღენტი და ლია ჯაყელი. კოალიციაში „ცვლილებისთვის“ ჩვენს სატელეფონო ზარებს დღეს არ უპასუხეს. პარტიაში „გახარია-საქართველოსთვის“ჩვენს კითხვას არ უპასუხეს, ცნობისთვის პარტიის სიის პირველი და ორი ნომერი გოჩა გუგუნავა და  ირაკლი ბოლქვაძე არიან. რაც შეეხება ქართულ ოცნებას- მმართველ პარტიას ჯამში 13 მანდატი აქვს, პარტიული სიის 13 კაციანი შემადგენლობა კი თანმიმდევრულად ასე გამოიყურება: თორნიკე რიჟვაძე, დავით გაბაიძე, გოგი ფუტკარაძე, ტიტე აროშიძე, თინათინ ზოიძე, რამაზ ჯინჭარაძე, ცოტნე ანანიძე, მინდია დიასამიძე, ვახტანგ ბერიძე, მამუკა თურმანიძე, ფრიდონ ფუტკარაძე, დავით ბაციკაძე, მარინე გვიანიაძე. დიდი ალბათობით მთავრობის თავმჯდომარე ამ მანდატზე უარს იტყვის და თავმჯდომარის პოსტზე დარჩება, რის ხარჯზეც ადგილი სიის მეთოთხმეტე წევრს, დავით თედორაძეს გამოუთავისუფლდება. ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 11 პარტია მონაწილეობდა. ბარიერი 5-მა მათგანმა გადალახა.

მეტის ნახვა