ახალი ამბები • 1756410394
აჭარაში ხვალიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
ჯანდაცვა
1729185729
ხვალიდან აჭარაში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. 9800 დოზა აცრა საქართველოში 11 ოქტომბერს შემოვიდა. აჭარის საზოგაოებრივი ჯადანცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონისთვის ჯამში 23 ათასი დოზაა გათვალისწინებული, მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში კი ეს ციფრი გაიზრდება. პირველ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში რისკ ჯგუფები ჩაერთვებიან. მათ შორის არიან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, 60 წელს გადაცილებული ადამიანები, სამედიცინო პერსონალი, საგანმანათლებლო დაწესებულებები თანამშრომლები, 4 ნოემბრიდან კი ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ყველა მოქალაქისთვის იქნება შესაძლებელი. ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის მწარმოებელი ნიდერლანდური კომპანია Abbott-ია.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა