ახალი ამბები • 1751633470
აჭარაში, პროგრამა "ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი" გაფართოვდა
ჯანდაცვა
1711991245
"ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი" - მიმდინარე წელს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის აღნიშნული პროგრამა გაფართოვდა და მასში აჭარაში რეგისტრირებული ყველა ახალშობილი ჩაერთო. სარგებლობა უკვე 0-1 თვის ასაკის ყველა ბავშვს შეუძლია.
კვლევა 40-მდე დაავადების სკრინინგს მოიცავს, დადებითი პასუხის შემთხვევაში, დიაგნოზის დასადასტურებლად, ახალშობილებს უტარდებათ კონფირმაციული კვლევა.
"ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი" აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 2023 წელს დაიწყო, გასულს წელს მასში 1000 ბავშვი ჩაერთო.პროგრამის მიმდინარეობის პროცესს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში გაეცნო.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა