რას დააფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ცვლილებების შემდეგ? - ინფორმაცია

აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის კარდიოქირურგიული ოპერაციები სრულად დაფინანსდება. ცვლილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების ახალი მექანიზმის ამოქმედებამ განაპირობა. ასევე, გარკვეული სოციალური კატეგორიის მოქალაქეებისათვის სრულად ფინანსდება გულის ან/და კორონალური არტერიების გეგმიური ანგიოგრაფია.

სიახლე მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა. მომავალი წლიდან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს - გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, გაიზრდება ზოგიერთი კარდიოლოგიური სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროცენტული წილი. 2023 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 4 000 000 ლარამდე გაიზრდება და 32 735 000 ლარი იქნება.

შესაბამისად გაიზრდება პროგრამების ბიუჯეტი და მოსარგებლეთა რაოდენობა. მომავალ წელს პირველად დაფინანსდება, ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა. დაიწყება ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება.

ასევე, შშმ სტატუსის მქონე 1 წლამდე ბავშვის მშობლისა და ორსულისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 2000 ლარის ოდენობით.

მეტის ნახვა