ახალი ამბები • 1735650420
აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა დასასრულს უახლოვდეა
ინფრასტრუქტურა
1726236044
ახალი სკვერის მშენებლობა აღმაშენებლის ქუჩაზე დასასრულს უახლოვდება. 8756 კვმ ფართობზე თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სკვერი მოეწყობა, სადაც განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები და საპარკო ინფრასტრუქტურა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეკორატიული ფილებისა და ბორდიურის მოწყობა.
აღნიშნული სკვერი მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისათვის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები 300 ოჯახისათვის.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა.ცნობისთვის, პროექტის ღირებულება 1 მილიონ 240 ათასამდე ლარს შეადგენს.
ქობულეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთ...
1728455482
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა