ამორტიზებული გზა სოფელ ლეღვაში

ხელისუფლებისგან მიტოვებული ოჯახი, რომელიც დახმარებას ითხოვს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მცხოვრებ მესხიძეების სახლამდე, მისასვლელი გზა ამორტიზებული და სიცოცხლისთვის საფრთის შემცველია. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ პენსიონერ ცოლქმართან საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც კი ვერ აღწევს. ქობულეთის მერიისა და შესაბამისი სამსახურებისთვის პრობლემა ერთ წელზე მეტია ცნობილია, თუმცა საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

მეტის ნახვა