ბათუმის ჩაბეტონება გრძელდება - ქალაქს გენგეგმა კვლავ არ აქვს

ბათუმში ქაოსური მშენებლობები არ წყდება. ქალაქი ყოველდღიურ რეჟიმში უფრო და უფრო ბეტონდება. ვიდრე მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტი მზად იქნება, სამშენებლო ბიზნესი თავს არ ზოგავს -  სოკოებივით ჩნდება ცათამბჯენები, მაღლივი კორპუსები და მახინჯი მშენებლობები. ამასობაში ქალაქის იერსახესა და ეკოლოგიას გამოუსწორებელი ზიანი ადგება. არადა, ბათუმის მერები და ჩინოვნიკები, ძალიან ხშირად იმეორებენ სიტყვებს, რომ მალე ბათუმს გენგეგმა ექნება.  სად არის დაპირებული დოკუმენტი? ნაირა ქობულაძე არკვევდა. 

მეტის ნახვა