ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. რეკრეაციული სივრცე 8 ათას 756 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. განთავსდება  ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები და საპარკო ინფრასტრუქტურა. უკვე დასრულდა სანიაღვრე და გარეგანათების სისტემების რეაბილიტაცია, დაიგო მწვანე საფარი და სკვერის ტერიტორია შემოიღობა მოაჯირებით. ამ ეტაპზე დეკორატიული ფილებისა და ბორდიურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება  მილიონ 240 ათასამდე ლარს შეადგენს, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად ბათუმის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა 

მეტის ნახვა