ჩაქვში ქუჩები და საცხოვრებლები დაიტბორა, გოგრაჭაძეების სახლთან ფერდი ჩამოიშალა

უამინდობამ პრობლემები შექმნა ჩაქვში. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სახლები და ქუჩები. წყლის დონე კი იმდენად მაღალი იყო, რომ შეჩერდა სატრანსპორტო მოძრაობა. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ისინი სამსახურებში წასვლას ვერ ახერხებენ. 

აღმაშენებლის ქუჩაზე, გოგრაჭაძეების სახლთან ფერდი ჩამოიშალა. იქ მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ, ამბობენ,რომ რისკის ქვეშ არიან. 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მანქანების მოძრაობა ამ დროისთვის უკვე აღდგენილია.

რაც შეეხება გოგრაჭაძეების საკითხს, ქობულეთის მერიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

მეტის ნახვა