ახალი ამბები • 1735650420
გელათის რეაბილიტაციისთვის 11,5 მლნ ლარი გამოიყო
მთავრობამ გელათის რეაბილიტაციისთვის 18 მარტის განკარგულებაში ცვლილება შეიტანა, სადაც ნათქვამია, რომ ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან" კულტურის და სპორტის სამინისტროს სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უნდა გამოუყოს 11,5 მლნ ლარი.
განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
ოპოზიციასა და მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ამ დრომდე დახარჯულმა თანხებმა შედეგი ვერ გამოიღო. სპეციალისტების თქმით, პრობლემა არა ფინანსებში, არამედ კვალიფიკაციაში.
"2015 წლის შემდეგ, რაც მიმდინარეობს ბოლო ეპიზოდი ამ რეაბილიტაციისა ეგრეთწოდებულის, დახარჯულია მილიონობით ლარი და ეს ყველამ იცის, ხელისუფლების ყველა წევრის ჩათვლით და ვიცით, რომ მიმდინარეობს მხოლოდ ფორმალური გამოძიება და არანაირი შედეგი ამ გამოძიებას არ ჰქონია. რაც შეეხება ამ ბოლო ტრანშს, მისი ბედიც და მიზნობრიობაც უცნობი იქნება მანამ, სანამ კვალიფიკაცია არ შევა კომპონენტად ამ საქმეში", - ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი, თორნიკე ბარათაშვილი
1728455482
1727447820