გორგილაძის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში იცვლება კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე და დაიგო ხელოვნური, მწვანე და კაუჩუკის საფარი. მიმდინარე წლის განმავლობაში, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მიერ, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 23 სპორტულ მოედანს, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია დამატებით 16 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. კეთილმოწყობის სამმართველო დამატებით 4 სპორტული სივრცის მოწყობას გეგმავს. ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად ბათუმის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა. 

მეტის ნახვა