ახალი ამბები • 1735650420
ინფრასტრუქტურული სიახლეები ბათუმის ბულვარში
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი ზაფხულის ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. აღდგა დაზიანებული პრომენადი, მოეწყო ტალღ-ამრიდები, რკინა-ბეტონის სარტყელი, ნაპირზე ჩასასვლელი კიბეები და პანდუსები. ახალი ბულვარის მიმდებარედ ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა და მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. დასრულდა სკეიტ პარკის მშენებლობა, სადაც სხვადასხვა ასაკზე გათვლილი სასრიალო მოედნები და მაყურებელთა ტრიბუნები მოეწყობა. ქვიშის ფეხბურთისთვის ახალი სტადიონი აშენდა. არენა 1300 მაყურებელზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. სიახლეა ახალი ველობილიკიც. სანაპირო ზოლზე ასევე განთავსდა თანამედროვე საშხაპეები და ზღვაზე ჩასასვლელი ადაპტირებული ბილიკები, ორ ლოკაციაზე სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა შშმ პირთათვის.
1728455482
1727447820