კიდევ ერთი ავარიული სახლი ბათუმში - ტბელ აბუსერიძის 29 ა-ში მცხოვრებლები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

კიდევ ერთი ავარიული სახლი ბათუმში. ტბელ აბუსერიძის 29 ა-ში მცხოვრებლები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივების თქმით, კორპუსი ავარიულია და აქ ცხოვრება საშიშია. მოქალაქეების არაერთი მიმართვის მიუხედავად, ქალაქის თვითმმართველობას  ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ადგილზე იმყოფებოდა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსიც. აკაკი ბერიძის თქმით, დაზარალებულები მერიამ დროებით ქირაში გადაიყვანა და შენობის მდგომარეობაზე ექსპერტიზის დასკვნასაც ელოდებიან, თუმცა, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლები მის ნათქვამს უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა.

მეტის ნახვა