ახალი ამბები • 1751358640
რა გახდა აჭარასა და გურიაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი
საზოგადოება
1745500165

დღეს აჭარისა და გურიის რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" განცხადებას ავრცელებს.
"დღეს, 24 აპრილს 15:15 საათზე ავარიულად გამოირთო 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი "პალიასტომი 2". შედეგად აჭარისა და გურიის რეგიონების მოსახლეობის ნაწილს 15 წუთის განმავლობაში შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მხრიდან 15:30 წუთზე სრულად მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა."- აღნიშნულია განცხადებაში.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა