ახალი ამბები • 1745562319
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ

16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა. ეს ქვეყნებია:
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა
ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა
განის რესპუბლიკა
ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა
ერიტრეას სახელმწიფო
იემენის რესპუბლიკა
კამერუნის რესპუბლიკა
კოტ-დ'ივუარის რესპუბლიკა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მაროკოს სამეფო
ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა
პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა
სომალის ფედერაციული რესპუბლიკა
სირიის არაბთა რესპუბლიკა
სუდანის რესპუბლიკა
ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა
უგანდის რესპუბლიკა.
"იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით" - აღნიშნულია 17 აპრილის დადგენილებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
აქამდე მოქმედი კანონმდბელობით იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა 96 ქვეყანას მოიცავდა. ჩამონათვალი საქართველოს მთავრობამ პირველად 2015 წლის 5 ივნისს დაამტკიცა. მაშინ ჩამონათვალში ჯამში სულ 94 ქვეყანა და ტერიტორია იყო, რომელსაც 2017 წელს – იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო, 2023 წელს კი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა.

1745409749

1739131407