ახალი ამბები • 1746535245
პარკში განლაგებული ქვის სკამები, რომლებშიც მერიამ ასიათასობით ლარი დახარჯა, აიღეს
ინფრასტრუქტურა
1643637109
ბათუმის ცენტრალურ პარკში განლაგებული ქვის სკამები, რომლებშიც მუნიციპალიტეტის მერიამ ასიათასობით ლარი დახარჯა, აიღეს. ინფრასტრუქტურამ, უხარისხო საღებავის გამო ფერი იცვალა, რის შემდეგაც, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „გეოლოდმა“, ისინი ტერიტორიიდან გაიტანა. გარდა სკამებისა, პარკის ტერიტორიიდან ქვის მაგიდებიც აიღეს. ცნობისთვის, თითო სკამის შესაძენად მერიამ ბიუჯეტიდან 4 500 ლარი დახარჯა. აღნიშნულ თემაზე ინფრასრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურმა სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა