ქობულეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

ქობულეთის სკოლა

სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებზე, ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს.

"განხორციელდება შენობის მთლიანი შიდა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მოიცავს კარების და ფანჯრების შეცვლას, გაყვანილობების მონტაჟს, შეკიდული ჭერების მოწყობას, კედლების დამუშავება-შეღებვას, იატაკების შეცვლას. მოეწყობა ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია. ფასადი სრულად შეიფუთება საფასადე ფილებით. კეთილმოეწყობა ტერიტორია.",- წერია განცხადებაში.

შესყიდვის ღირებულება 1 569 194 ლარს შეადგენს.

მეტის ნახვა