ახალი ამბები • 1735650420
სახელმწიფოს, საბავშვო ატრაქციონები რუსეთიდან ჩამოაქვს - „ფლანგვის დეტექტორი“
ინფრასტრუქტურა
1720718100
წლებია, სახელმწიფოს, პარკებისა და სკვერებისთვის საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები რუსეთიდან ჩამოაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ მხოლოდ 2014-2024 წლებში, შპს "ჯეო პარკს" თითქმის 17 მილიონი ლარი გადაუხადეს რუსეთიდან ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად. ქვეყნის მთავრობას არც მაშინ შეუჩერებია რუსული პროდუქციის შეძენა, როდესაც ოკუპანტმა უკრაინაში ომი დაიწყო. პირიქით, ომის დაწყების შემდეგ ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. გამოცემა აღნიშნავს, რომ "სიმბოლურია, რომ რუსული პროდუქციის შემომტანი კომპანია 2008 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა".
ქობულეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთ...
1728455482
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა