ტალახში ჩაძირული სამრეწველო ზონა

მტვერი, ტალახი, წყლის გუბეები და გაუსაძლისი ვითარება ოპიზრების ქუჩაზე. 69 ნომერში მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას წლებია უშედეგოდ სთხოვენ.

გზის სავალი ნაწილი იმდენად ამორტიზებულია, რომ გადაადგილება შეუძლებელია. ვითარებას ის გარემოებაც ამძიმებს, რომ ადგილზე მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები ინტენსიურად გადაადგილდებიან.

 რატომ არ ეხმარებიან გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მმართველი გუნდი? სიუჟეტიდან გაიგებთ.

 

მტვერი, ტალახი და გაუსაძლისი მდგომარება - ხელისუფლების უყურდაღებობამ მოქალაქეები ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა. ოპიზრების ქუჩაზე, პრაქტიკულად, გადაადგილება უკვე შეუძლებელია.

გუბეებში იმდენად მაღალი წყალი დგას, რომ ტერიტორიაზე გადაადგილება დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

სურათი მოქალაქეებისთვის უცვლელ რეალობად იქცა. ბავშვები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ვეღარ მიჰყავთ.

მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, პასუხისმეგებელ უწყებებს არერხელ მიმართეს, თუმცა, მოქალაქეების თხოვნას შედეგი, რომ არ მოჰყოლია ადგილზე არსებული რეალობაც ცხადჰყოფს.

მოქალაქეებს წყალი უკვე სახლებში შესდით. ე.წ „ოცნების ქალაქთან“ მდებარე ქუჩაზე მცხოვრებლები იმ მძიმე გარემოებაზე საუბრობენ, რომლის გამოც, შესაძლოა, ბავშვები დაავადდნენ.

ადგილობრივები წუხან იმ ანტისანიტარიაზე, რომელიც მათთვის ყოველდღიურობად იქცა.

ტერიტორიაზე ინტენსიურად გადაადგილდებიან მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები. შედეგად ინფრასტრუქტურა საბოლოოდ მოიშალა.

ოპიზრების ქუჩაზე რამდენიმე სხვადასხვა სახეობის ქარხანაა, შესაბამისად ქვიშით დატვირთული მანქანები, აქ, ყოველ 5 წუთში ერთხელ მოძრაობენ.

ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ქუჩა რამდენჯერმე გადაკეტეს. მაღალი გამავლობის ავტომობილებს, სხვადასხვა ნივთებით გზაც ჩაუხერგეს, თუმცა, რეალობა არ იცვლება და დღემდე მათთვის სასურველი შედეგი არ დამდგარა. პასუხისმგებლობა შექმნილ

ვითარებაზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკისრება. უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

მეტის ნახვა