ახალი ამბები • 1742987811
უამინდობამ ბათუმში, ახალი ბულვარის სანაპიროც დააზიანა
ინფრასტრუქტურა
1700577012

ფოტო: ბათუმის ბულვარი
უამინდობამ ბათუმში, ახალი ბულვარის სანაპიროც დააზიანა. შტორმის შედეგად, წაიქცა ხეები, ქვიშა-ღორღმა დაფარა სასეირნო ბილიკები. ძლიერი წვიმის და ქარის გამო, ინერტული მასით დაიფარა პრომინადის მონაკვეთი. გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე მობილიზებული სპეცტექნიკა ახორციელებს.
მერიის ინფორმაციით, ქალაქში ძლიერ წვიმას მნიშვნელოვანი შეფერხებები არ გამოუწვევია. ვიცე-მერის განცხადებით, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა.
მეტის ნახვა