უფუნქციო ჭაბურღილი და სოფელი სასმელი წყლის გარეშე

უფუნქციო ჭაბურღილი და სოფლები სასმელი წყლის გარეშე. მიუხედავად იმისა, ზანაქიძეებსა და გემულაურში, სისტემა ორი წლის წინ მოეწყო, მოსახლეობა მაინც პრობლემის წინაშეა. დახარჯულია 254 ათასი ლარი. გამოცხადებული ტენდერი, შპს ,,ალსოფ''-მა მოიგო, თუმცა საქმე ბოლომდე არ მიიყვანა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, კორუფციაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ხელვაჩაურის ყოფილი მერი, აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელის, მეგობარია. ხელისუფლების ოპონენტები, შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. მუნიციპალიტეტის მერიაში, საპასუხო კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.  ხელვაჩაურის ყოფილი მერის და შემსრულებელი კომპანიის პოზიციებს, დღის მთავარ გამოშვებაში ნახავთ. 

მეტის ნახვა