ახალი ამბები • 1769693544
აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის გარდაცვალების საქმეზე 1 პირი დააკავეს
სამართალი
1650526276
აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის გარდაცვალების საქმეზე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, 1 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით იძიებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავარია 2022 წლის 15 მარტს ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვის გვირაბთან მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი იყო.
მეტის ნახვა
























